დღე გეომაგნიტურია, რაც დამატებით დატვირთვას ქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა და დისკომფორტის სხვა გამოვლინებები. რეკომენდებულია წამლის პროფილაქტიკა, წნევის კონტროლი, სტრესის თავიდან აცილება და შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება, რათა ნეგატიური გავლენა მინიმუმამდე შემცირდეს.
დღის რეკომენდაციები – დღე ხელსაყრელია წარსულის ანალიზისა და საკუთარი მოქმედებების კრიტიკული გააზრებისთვის. მნიშვნელოვანია აზრების კონტროლი და არამოტივირებული ნაბიჯებისგან თავის შეკავება. მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა, სირთულეები ურთიერთობებში და ინიციატივის ნაკლებობა. საჭირო იქნება მეტი მოთმინება და ზომიერება.
პარტნიორული ურთიერთობები – სასურველია ემოციური ფონის შეკავება და გადაჭარბებული რეაქციების თავიდან აცილება.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია საოჯახო და სანათესაო ურთიერთობებისთვის, ტრადიციებთან დაკავშირებული საქმიანობისთვის, ვაჭრობისთვის, ფოტოგრაფიისთვის, კულინარიისა და შემოქმედებითი პროცესებისთვის. არ არის რეკომენდებული ქორწინება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სესხის აღება და დაპირებების გაცემა.
ჯანმრთელობა – დღე შედეგიანია სახსრების, მუხლების, ძვლებისა და ხერხემლის მკურნალობისთვის. ამავე დროს, სუსტდება მკერდი, კუჭი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
დღის მინერალები და ფერები – სასიკეთო ენერგიების მოზიდვაში დაგეხმარებათ ზურმუხტი, აქატი, მალაქიტი და მარჯანი. ფერებიდან – მწვანე, თეთრი, ბეჟი, ცისფერი და იისფერი გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია თხის რქებისა და თევზებისთვის. შედარებით დაძაბულია ვერძისთვის, ტყუპებისთვის და სასწორებისთვის.