მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:37-დან 15:47 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
გონების, ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 3 მარტამდე თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, შემოქმედებით ნიჭსა და ინტუიციას, მგრძნობიარობას და იუმორის გრძნობას, მეორეს მხრივ, ილუზიებისა და ფანტაზიებისადმი, დეპრესიისა და ნეგატიური აზრებისადმი მიდრეკილებას გააძლიერებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, გამოცდებისა და ტესტირებისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მიღებისა და მკურნალობის დაწყებისთვის. თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მალაქიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი და აქატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც უახლოეს 20 დღეში ახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ სასწორს და მშვილდოსანს.