LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

3792
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია – მზისა და კოსმოსური ენერგიების ცვლილება პირდაპირ აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე. ამ ტენდენციამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის ცვალებადობა და ზოგადი დისკომფორტი. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ თქვენს მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში პროფილაქტიკურად გამოიყენოთ შესაბამისი მედიკამენტები.

დღის რეკომენდაციები – დღეს განსაკუთრებით შესამჩნევია ეჭვიანობის, ხასიათის ცვალებადობის, სიჯიუტისა და სხვების მხრიდან პროვოკაციების ტენდენცია. ამ ყველაფერს კი სიფრთხილით უნდა შეხვდეთ და არ აჰყვეთ არც კონფლიქტს და არც მანიპულაციებს.

პარტნიორული ურთიერთობები – პარტნიორულ ურთიერთობებში, მიუხედავად ემოციური ფონის, მათი გაძლიერების და გაუმჯობესების შანსი მაინც მაღალია.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე წარმატებულია ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის და ავეჯის შესაძენად. ხელსაყრელია ახალი ნაცნობობა, სიყვარულის აღიარება და ქორწინების თემებიც კი. კარგი დროა მეგობრული კონტაქტებისთვის, კულტურული გასართობი ღონისძიებებისთვის, ასევე საბანკო და საფინანსო ოპერაციების ჩასატარებლად. ხელს უწყობს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასაც.

ჯანმრთელობა – სუსტი წერტილებია ყელი, ფილტვები და ენდოკრინული სისტემა. დღე კარგია სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, სახის, კანისა თუ თმის კვებითი საშუალებების გამოსაყენებლად. მოერიდეთ კისრის მკვეთრ მოძრაობას. ცივ გაზიან სასმელებს.

დღის მინერალები და ფერები – დღეს თქვენთვის მხარდამჭერი ენერგია ექნება აქატს, მალაქიტს, მარჯანსა და ზურმუხტს. ფერებიდან სასარგებლოა ყავისფერი, ლიმონისფერი, ბეჟი და მწვანე ტონები

ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებით პოზიტიურია კუროს, კირჩხიბისა და ქალწულის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული დღეა მშვილდოსანთათვის და მერწყულთათვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები