LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 აპრილის  ასტროლოგიური პროგნოზი

1223
მიხეილ ცაგარელი

მაქსიმალურად შეამცირეთ საქმიანი კონტაქტები, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას.

ეცადეთ გაიაროთ დღე შეცდომების გარეშე, რადგან დღეს დაშვებული შეცდომა აუცილებლად ბუმერანგის პრინციპით დაგიბრუნდებათ უკან.

მოერიდეთ კოლეგათა და ხელმძღვანელთა კრიტიკას, რადგან მაინც ვერ შეძლებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ეგოიზმის გამოვლენა და პარტნიორისთვის ზედმეტი პრეტენზიის წაყენება. მოერიდეთ მოვლენების შეგნებულად დრამატიზირებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ნივთების, საჩუქრების და სუვენირების, ანტიკვარული და ხელნაკეთი ნივთების შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას.კარგი დღეა თვალების და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. მოერიდეთ სიმძიმის აწევას, ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები