დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული მშვილდოსნის, მთვარე კი, მგრძნობიარე და ემოციური კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და დიპლომატია. არ აჰყვეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.
მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.
თავი შეიკავეთ ზედმეტი ლაპარაკისგან, რადგან ასე მხოლოდ საკუთარ თავს აზარალებთ.
ყურადღებით შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულინარიული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, ხელოვნების ნიმუშების და თვითნაკეთი ნივთების შეძენისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. კარგი დღეა ხერხემლის, სახსრების და ძვლოვანი სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, რაუხტოპაზი, ოპალი, მალაქიტი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის, მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და მერწყულს.