LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1727
მიხეილ ცაგარელი

თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან, არ ღირს გარისკვა და ნაჩქარევად მოქმედება.

პარტნიორული ურთიერთობა – ეცადეთ დათმობით და მხოლოდ კომპრომისის მოძიებით გადაჭრათ საკამათო საკითხები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა ყელ-ყურისა და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ, მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის. მოერიდეთ რენტგენს და სხივურ თერაპიას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, მწვანე, შავი დ ყვითელი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ქრიზოპრაზი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები