LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

869
მიხეილ ცაგარელი

ღამის 01:00 საათიდან დილის 09:33-მდე გრძელდება მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი. ამ დროს განსაკუთრებით დასუსტებულია ყურადღება და კონცენტრაცია, რაც ზრდის ტრავმებისა და საგზაო შემთხვევების ალბათობას. საჭიროა სიფრთხილე – როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეთათვის.

დღეს და ხვალ მიზანშეწონილია საკუთარი ქცევისა და დამოკიდებულებების ანალიზი. დროა, გააცნობიეროთ წარსული შეცდომები და გადადგათ ნაბიჯი მათ გამოსასწორებლად. გონივრულია ახლობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესება, გულწრფელობა და მოთმინება. შესაძლოა თავს იჩინოს თავის ტკივილმა ან წნევის ცვლილებამ – ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

პარტნიორული ურთიერთობები – სასიკეთო პერიოდია ხელის თხოვნისთვის და პარტნიორულ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისთვის, თუმცა საჭიროა მეტი სიფრთხილე და დელიკატურობა, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობა.

ჯანმრთელობა – დღეს განსაკუთრებით მგრძნობიარეა თავი, სისხლძარღვოვანი სისტემა და გრძნობათა ორგანოები. ეფექტური იქნება მკურნალობა, რომელიც უკავშირდება თირკმელებს, კანს, ყელსა და ენდოკრინულ სისტემას

სასურველია საკვებში ჩართოთ თევზეული, ბრინჯი, წიწიბურა და უცხიმო ხორცი. ერიდეთ ტკბილეულს, მარილიან საკვებსა და ალკოჰოლურ სასმელებს.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – ეს დღე ხელს უწყობს სპორტულ აქტივობებსა და მოძრაობაზე დაფუძნებულ საქმიანობებს. კარგია ფეხით სიარული და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. ასევე ხელსაყრელია მოგზაურობის დაგეგმვა, ახალი საქმის წამოწყება და გუნდური პროექტების განხორციელება. ასევე ხელსაყრელია მოლაპარაკებები ხელმძღვანელებთან ან უფროსებთან. მთავარია, იყოთ დაფიქრებული და არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღებაში

არ არის რეკომენდებული სულიერი ან ფიზიკური გადაღლა. ასევე სჯობს თავი შეიკავოთ: თვალების გადატვირთვისგან, თმის შეჭრისგან, ფინანსური ოპერაციებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისგან, კაპიტალდაბანდებებისგან.

დღის ფერები და მინერალები – დღის ენერგიას გააძლიერებს იაგუნდი, წითელი იასპი, ლალი, ძოწი და ქარვა. ფერებიდან რეკომენდებულია წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ცისფერი – ისინი დადებითად იმოქმედებენ თქვენს განწყობასა და ენერგეტიკულ ველზე.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ვერძისა და ტყუპებისთვის. შედარებით რთული და ემოციურად დატვირთული პერიოდი ელით ქალწულებს, მორიელებს, თხის რქებსა და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები