17 ივნისიდან 7 აგვისტომდე მოქმედების, ენერგიისა და აქტიურობის მმართველი პლანეტა მარსი ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადაადგილდება. ამ პერიოდის განმავლობაში მარსის გავლენა გააძლიერებს ორგანიზებულობას, დისციპლინას, შრომისუნარიანობას, ნებისყოფას, შეუპოვრობას, პრაგმატულობას, სისუფთავისა და წესრიგისკენ მისწრაფებას, აგრეთვე პასუხისმგებლობის გრძნობას. ერთდროულად, შესაძლოა გაძლიერდეს ქალწულის ნეგატიური თვისებებიც –-სიჯიუტე, ზედმეტი პრინციპულობა და წვრილმან დეტალებზე გადაჭარბებული კონცენტრაცია. ამგვარ ტენდენციებზე ყურადღებით ვიყოთ და ვეცადოთ, ვაკონტროლოთ მათი გამოვლინება 7 აგვისტომდე.
დღეს შესაძლოა მოულოდნელი ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ. რეკომენდებულია მოთმინების გამოჩენა, განსაკუთრებით – პროფესიულ ურთიერთობებში. დღევანდელი და ხვალინდელი დღე ნაკლებად ხელსაყრელია უცნობ ადამიანებთან ახალი კონტაქტების დასამყარებლად, ამიტომ სჯობს, თავი შეიკავოთ ახალი ურთიერთობებისგან.
სასარგებლო იქნება მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს, შვილებსა და საკუთარ თავზე ზრუნვას – განსაკუთრებით გარეგნობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, თავი შეიკავეთ დაპირებების გაცემისგან, რათა არ აღმოჩნდეთ უსიამოვნო ვალდებულებების წინაშე.
პარტნიორული ურთიერთობები – დღე შესაფერისია პარტნიორისთვის საჩუქრის გაკეთებისთვის – ამ გზით შეგიძლიათ გააძლიეროთ ემოციური კავშირი და ურთიერთგაგება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთოა დღე მოგზაურობისთვის, ცნობიერების გაფართოებისა და ახალი გამოცდილების მისაღებად. განსაკუთრებით კარგია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ფოტოგრაფიისა და კულინარიული ნიჭის გამოსავლენად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური აქტივობის გამო დღის ენერგეტიკა შესაძლოა უარყოფითად აისახოს ზოგად ჯანმრთელობაზე. ყურადღება მიაქციეთ ლიმფურ და ნერვულ სისტემებს, მხედველობასა და ტერფის არეს.
დღის ფერები და მინერალები – პრიორიტეტი მიანიჭეთ იისფერ, ფირუზისფერ, ლურჯ, ვერცხლისფერ და მწვანე ტონებს. მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო ხელს შეუწყობენ თქვენი შარმის გამოვლენას და კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით, გააძლიერებენ თქვენს წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნებისთვის – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და თხის რქისთვის. მეტი სიფრთხილე მმართებთ ვერძის, ლომის, სასწორისა და მერწყულის ზოდიაქოთა ნიშნებს.