LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1883
მიხეილ ცაგარელი

თავი შეიკავეთ ახალი პროექტების დაწყებისგან, რადგან ერთი შეხედვით სასიკეთო პერსპექტივების მიუხედავად შედეგი მაინც არადამაკმაყოფილებელი იქნება.

მოერიდეთ რისკ, სულსწრაფი და გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღებას.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ზედმეტად დაწვრილმანება და პარტნიორისთვის პრეტენზიების წაყენება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა თვალების, ლიმფური და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი უცხიმო ხორცით და თევზით, ხილით, ბოსტნეულით და მწვანილით. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისა და დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ნაცრისფერი, კრემისფერი და ყავისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები