არ ღირს გეგმების დასახვა, უმჯობესია იმოქმედოთ სპონტანურად.
გამოიჩინეთ მეტი მოთმინება, არ აჰყვეთ ინტრიგებს და პროვოკაციებს.
მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია თვალის აღების და აურის დაბინძურების ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ვაჭრობა და კომერცია, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი პროექტების წარდგენა, ნიშნობა და ქორწინება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით, თავი შეიკავეთ ალერგიული საკვების მიღებისგან. კარგი დღეა კუჭის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს, ძვლოვან სისტემას, სახსრებს და მუხლებს.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, მშვილდოსანს და მერწყულს.