LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

311
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 13:54-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პარტნიორული ურთიერთობა – პარტნიორთან კამათისას გამოიყენეთ იუმორი, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სიტუაციის შემსუბუქებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის. 

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის. მოერიდეთ ზედმეტი სითხის, მარილიანი საკვების და ალერგიული პროდუქტის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და აკვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც უახლოეს 20 დღეში ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, სასწორისთვის და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები