LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

165
მიხეილ ცაგარელი

გეომაგნიტური დღეა, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემაზე განსაკუთრებულად მოქმედებს. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევას და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის რეკომენდაცია – კარგია დღეს ადრე დაწყებული საქმის დასრულება და გეგმაზომიერი მოქმედება. ხელსაყრელია პარტნიორული თანამშრომლობა. დღე განსაკუთრებით წარმატებულია სასიყვარულო ურთიერთობებისა და ქორწინებისათვის. ასევე, დღეს სამართლიანობის დაცვისა და შინაგანი ჰარმონიის დღეა. იზრდება ადამიანებში ლტოლვა სილამაზისა და შემოქმედებითი მუშაობისადმი.

პარტნიორული ურთიერთობები – დღეს პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია დიპლომატიურად, მშვიდობიანად და კომპრომისული მიდგომით.

ჯანმრთელობა – შედეგიანია თვალების, კბილების, გრძნობათა ორგანოების და სისხლძარღვების მკურნალობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები და კანი. აღნიშნული ორგანოების მიმართ ოპერაციები ან სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ ზედმეტი სითხის მიღებასა და ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ნეგატიურია მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება სიყვარულისა და ქორწინებისთვის, სწრაფად შესასრულებელი საქმეებისთვის, მეგობრული კონტაქტებისა და კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისათვის. დღევანდელი დღე ხელს უწყობს პარტნიორულ თანამშრომლობას, ხელოვნების ნიმუშების შეძენასა და საიუბილეო საღამოების ორგანიზებას.

დღის მინერალები და ფერები – ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და თოპაზი მოიზიდავენ თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს.

ხოლო ფერებიდან – ცისფერი, მწვანე, ლურჯი, ბეჟი და ნარინჯისფერი ტონები გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ლომისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით დაძაბული იქნება თხის რქისა და თევზების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ჯანმრთელობისა და სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები