LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1834
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ეთიკური და ელეგანტური სასწორის, მთვარე კი, აქტიური და აგრესიული ვერძის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

მოისმინეთ და გაითვალისწინეთ უფროსი თაობის წარმომადგენელთა, განსაკუთრებით მშობელთა რჩევები.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობა, რადგან ასე მხოლოდ კონფლიქტს და უსიამოვნებებს გამოიწვევთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისთვის, ლაშქრობებისა და სპორტული ღონისძიებების მოწყობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, მსხვილი საყიდლები და კაპიტალის დაბანდება, გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – მიიღეთ მეტი სუფთა წყალი, თავი შეიკავეთ ყავის, შოკოლადის და ტკბილეულის მირთმევისგან. კარგი დღეა ყელის, თირკმელების და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ, არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, სერდოლიკი, ძოწი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები