დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ მიმართულებადაკარგულ, ანუ უკურსო მთვარის პერიოდს, რომელიც იმოქმედებს დილის 09:00 საათიდან 22:08-მდე. ამ ინტერვალში მთვარის უარყოფითი ენერგია ამცირებს კონცენტრაციასა და ყურადღებას, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების ალბათობას. მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო როგორც მძღოლებისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვის.
დღის რეკომენდაციები – ეცადეთ, არ დაარღვიოთ კანონები – დღევანდელ დღეს შეცდომას შეიძლება სერიოზული შედეგი მოჰყვეს. ხელსაყრელია ფინანსური საკითხებისა და დავების მოგვარება, ასევე დაგეგმილი საქმეების დასრულება.
პარტნიორული ურთიერთობები – მოერიდეთ საყვედურებსა და ძველი წყენის გახსენებას. ემოციების გაკონტროლება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ჯანმრთელობა – დღე შედეგიანია თვალების, ნერვული სისტემისა და ვენების მკურნალობისთვის. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ გულთან დაკავშირებულ საკითხებში – მოერიდეთ ნერვიულობას, გადაღლას, სიმძიმეების აწევას, საუნას, აბანოსა და სოლარიუმს. დღეს სუსტდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და ხერხემალი, ამიტომ მაქსიმალურად დაიცავით თავი ფიზიკური გადაღლისგან.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ძვირფასეულობის, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის შესაძენად. ასევე, წარმატებულია ლატარიის ბილეთების შეძენა, ახალი სამსახურის დაწყება, თანამდებობის შეცვლა და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა. ხელსაყრელია მშენებლობის დაწყებაც.
არ არის მიზანშეწონილი ფინანსური გარიგებების განხორციელება, ხელშეკრულებების დადება, ადგილსამყოფელის მათ შორის ბინის შეცვლა, ნიშნობა ან ქორწინება. მოერიდეთ ხელმძღვანელი პირების კრიტიკასაც.
დღის მინერალები და ფერები – დღისთვის რეკომენდებულია ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა და სერდოლიკი – ეს ქვები მოიზიდავენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს. დღის სასიკეთო ფერებია ნარინჯისფერი, ყვითელი, ბეჟი, წითელი და ლურჯი.
ზოდიაქოს ნიშნები – დადებითია დღე მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. შედარებით დაძაბულია კირჩხიბისა და ქალწულის ნიშნებისთვის. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშანთათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.