დღეს მზე იმყოფება ფრიად ორგანიზებულ, დისციპლინირებულ, შრომისუნარიან და ნებისყოფიან ქალწულში, ხოლო მთვარე მეტად ემოციურ, მგრძნობიარე და ინტუიციურ კირჩხიბში. ეს ტენდენციები მეტად იჩენენ თავს თითოეული ჩვენგანის ხასიათსა და ქცევაში.
დღის რეკომენდაციები – რთული მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების დღეა. გამოცდას გაივლის თქვენი სულის სიმტკიცე. ახალი იდეები ძველი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. პარტნიორულ ურთიერთობებში შესაძლებელი იქნება რთული საკითხების განხილვა და კომპრომისების მიღწევა.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – მოერიდეთ დღეს ქორწინებას, სახლის მშენებლობის დაწყებას, ბინის შეცვლას, სესხის აღებას და დაპირებების გაცემას. გადაამოწმეთ საბუთები, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების ალბათობა.სასიკეთოა ვაჭრობის, საყიდლების, სანათესაო ურთიერთობების, ტრადიციებში ჩაღრმავების, ფოტოგრაფიისა და კულინარიული საქმიანობისთვის.
ჯანმრთელობა – შედეგიანია კბილების, სახსრების, მუხლების, ხერხემლისა და ძვლების მკურნალობა. სასურველია დიეტური კვების დაცვა.ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.
დღის ფერები და მინერალები: ზურმუხტი, ოპალი, მარჯანი, მალაქიტი – მათი გამოყენება მეტად მოიზიდავს სასიკეთო კოსმიურ ენერგიასა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან თეთრი, მწვანე, იისფერი, ცისფერი, კრემისფერი – გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროს, კირჩხიბის, ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის, ხოლო შედარებით დაძაბულია: ლომის, მშვილდოსნის და მერწყულის ნიშანთათვის.