LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1808
მიხეილ ცაგარელი

არ გადადოთ ხვალისთვის ის საქმე, რომლის გაკეთება დღესაც შეგიძლიათ.

პარტნიორული ურთიერთობა – ეცადეთ ყველა საკამათო საკითხი მშვიდად, ზედმეტი კამათის გარეშე მოაგვაროთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ავტომობილის ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მიღებისა და მკურნალობის დაწყებისთვის. თავი შეიკავეთ ზედმეტი სითხის და ალერგიული პროდუქტის მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც ფინანსური შემოსავლების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ლომისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები