LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 17 აპრილის  ასტროლოგიური პროგნოზი

1480
მიხეილ ცაგარელი

საკრალური დღეა! სწორედ დღეს გააერთიანებენ საკუთარ ენერგიებს გამარჯვების მმართველი პლანეტა – იუპიტერი, მოულოდნელობების, რეფორმებისა და თავისუფლების მმართველი პლანეტა ურანი და თეთრი მთვარე ანუ მფარველი ანგელოზი – სელენა, რაც არნახულ წარმატებას მოუტანს ზოდიაქოს ყველა ნიშანს. ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს დღე, რადგან ნებისმიერი წამოწყება შედეგიანი და წარმატების მომტანი იქნება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ნივთების, საჩუქრების და სუვენირების, ანტიკვარული და ხელნაკეთი ნივთების შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის, ახალი სამსახურის მოძიებისა და ახალი თანამდებობის დაკავებისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა თვალების და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. მოერიდეთ სიმძიმის აწევას, ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატებების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები