მოერიდეთ უპრინციპო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია მოტყუების და ცილისწამების ალბათობა.
არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება და საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენის შექმნა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ლაშქრობისა და სპორტული შეჯიბრებების,, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალის დაბანდებისთვის. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა სუნთქვითი ვარჯიშებისა და წყლის პროცედურების ჩატარებისთვის. ფილტვების და ბრონქების, ხელების და მხრების სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, ამეთვისტო და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და თხის რქას.