LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1994
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 22:35-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ყურადღებით შეამოწმეთ ყველა საბუთი ხელმოწერამდე, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა.

მოერიდეთ იმ დაპირებების გაცემას, რომელთა შესრულების თვითონაც არ გჯერათ.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ემოციებს აყოლა, ეჭვიანობა და პარტნიორის უმიზეზოდ დადანაშაულება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა ხერხემლის, სახსრების და ძვლოვანი სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, რაუხტოპაზი, მარგალიტი, აქატი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც უახლოეს 20 დღეში ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები