LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

2310
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის რქის, მთვარე კი, აკურატული და ელეგანტური ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და ნებისყოფა, მოერიდეთ კონფლიქტებს და დაპირისპირებებს.

განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ ტყუპების, მერწყულისა და თევზების ზოდიაქოს ნიშით დაბადებულებს, რომელთაც დასუსტებული ნერვული სისტემის ფონზე ძალიან განსაკუთრებით გაუჭირდებათ ემოციების მართვა, აგრესიისა და გაღიზიანების დამალვა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ტესტირება და გამოცდების ჩაბარება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, სარისკო მოქმედებები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა დიეტის დაწყებისთვის, თვალებისა და ლიმფური სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ელენთას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი და კრემისფერი, ასევე ონიქსი, ოპალი, აქატი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები