LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

2196
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მეტად მგრძნობიარე და ემოციური კირჩხიბის, მთვარე კი მეგობრული და მუდამ ოპტიმისტურად განწყობილი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, ხელოვნების ნიმუშების და ანტიკვარული ნივთების შესაძენად, ტურისტული ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება.

ჯანმრთელობა – ორგანიზმი თვითგანწმენდის რეჟიმზეა გადასული, ამიტომ მაქსიმალურად შეამცირეთ საკვების მიღება. კარგი დღეა ფილტვების და ბრონქების სამკურნალოდ, მასაჟსა და სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, იასპი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები