მზე ამ დროისათვის იმყოფება ემოციურ, მგრძნობიარე და ინტუიციურ კირჩხიბში, მაშინ როცა მთვარე გადის უშიშარი, ენერგიული და მებრძოლი ბუნების მქონე ვერძის ზოდიაქოში. ეს ასტროლოგიური კომბინაცია დღის განმავლობაში გააძლიერებს როგორც ემოციურობას, ასევე შიდა აქტიურობას, სწრაფვას მოძრაობისა და გამოხატვისკენ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ემოციებს – დღის ენერგეტიკამ შესაძლოა გააძლიეროს აგრესიული გამოვლინებები და ეგოიზმი, ამიტომ საჭირო იქნება თვითკონტროლი.
ჯანმრთელობა – დღეს შედარებით სუსტი წერტილებია: თავი, სისხლძარღვოვანი სისტემა, ცხვირი და გრძნობათა ორგანოები. თუ გაქვთ მიდრეკილება მაღალი წნევისკენ, დაისვენეთ მეტი და ერიდეთ სტრესს. ალკოჰოლი სასურველია მთლიანად გამორიცხოთ. ფეხით სიარული და ზომიერი ვარჯიში პოზიტიურად აისახება თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე. ხელსაყრელია თირკმელების, ყელის, კანისა და ენდოკრინული სისტემის მკურნალობა. არ არის რეკომენდებული თვალების გადატვირთვა – დაიცავით ისინი ზედმეტი დაძაბვისგან.
პარტნიორული ურთიერთობები – მოსალოდნელია მნიშვნელოვანი კონტაქტები პარტნიორულ ურთიერთობებში, მათ შორის – სასიყვარულო თუ საქმიანი ხასიათის.
მოერიდეთ კამათსა და ემოციური დაპირისპირებების პროვოცირებას. ამავდროულად, იზრდება ლტოლვა სულიერი თემებისა და თვითგანვითარებისკენ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე განსაკუთრებით კარგია სწავლისთვის, ინფორმაციის გაცვლისთვის, მცირე მივლინებებისა და სასიკეთო შეხვედრებისთვის.
დღეს ნაკლებად სასურველია: საფინანსო ოპერაციები, კაპიტალდაბანდებები, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება. სამაგიეროდ, დღე კარგად მიდის სწრაფად შესასრულებელი საქმეებისთვის, საყოფაცხოვრებო ნივთების ან ტექნიკის შესაძენად. ხელს უწყობს საქმიანი კონტაქტებსა და ხელმძღვანელებთან კომუნიკაციას.
დღის ფერები და მინერალები – ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი, სერდოლიკი მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმოსურ ენერგიებსა და გაზრდიან ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს, ხოლო თქვენს ბუნებრივ შარმს გააძლიერებენ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ცისფერი ფერები.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური და წარმატებული დღე ელით: ლომებს, სასწორებს, მშვილდოსნებსა და მერწყულებს. დაძაბული და ემოციურად რთული პერიოდია: კუროსა და კირჩხიბისთვის.