LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

2251
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მომთმენი და ერთგული კუროს, მთვარე კი მოწესრიგებული და აკურატული ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

პარტნიორული ურთიერთობა – პოზიტიური დღეა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, ტესტებისა და გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა ნერვული და ლიმფური სისტემის სამკურნალოდ, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისა და დიეტის დასაწყებად. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ დიაბეტიან პაციენტებს, რადგან მაღალია დაავადების გამწვავების ალბათობა. გაამდიდრეთ კვების რაციონი თაფლით, ბოსტნეულით და რძის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ნაცრისფერი, ყავისფერი და კრემისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატებების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები