LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1034
მიხეილ ცაგარელი

მივაქციოთ ყურადღება მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდს, განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი. დღევანდელი დღე გეომაგნიტურია. უმჯობესია თუკი გამოიყენებთ წამლების პროფილაქტიკას. ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. დღეს და ხვალ ნუ განმარტოვდებით. დღეს დაწყებული საქმე აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ბოლომდე.

პოზიტიური და ნეგატიური დღე: კარგი დღეა თვითშემეცნებისთვის, ტრადიციებში ჩასაღრმავებლად, ბავშვებთან საურთიერთოდ. დღეს კარგია რეცხვა, კულინარია, სანტექნიკის გამოცვლა. შემოქმედებითი საქმიანობა. კვების პროდუქტების მომარაგება. საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ ხორცეულს. დღეს მოერიდეთ ქორწინებას, სახლის მშენებლობის დაწყებას. ბინის შეცვლას, სესხის აღებას, დაპირებების გაცემას.

ჯანმრთელობა: დღეს სუსტდება ფილტვები, ბრონქები, კუჭი და მკერდი.

დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ თოფაზი, ზურმუხტი, აქატი, მარჯანი და ოპალი. ეს ქვები მათი გამოყენების შემთხვევაში მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმოსურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ – ვერცხლისფერს, თეთრს, იისფერს, მწვანესა და ცისფერს. ისინი უფრო მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

სიზმრები – დღევანდელ სიზმრები კარგად აგიხდებათ.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქებისა და თევზებისთვის, დღეს ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებსა და მშვილდოსნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები