LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1567
მიხეილ ცაგარელი

კარგი დღეა სამყაროს კანონების შეცნობისა და სულიერი გამოცდილების დაგროვებისთვის.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე გარშემომყოფების მიმართ, რადგან მოიმატებს ჭორების და ინტრიგების, დაცინვის და მოტყუების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, აუქციონებისა და გამოფენების მოწყობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას, ძილის წინ ზედმეტი ინფორმაციით გონების გადაღლას. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ტყუპებს, მშვილდოსანს და მერწყულს რათა არ გაცივდნენ და არ დაიმძიმონ ქრონიკული დაავადებები. კარგი დღეა ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, ნარინჯისფერი, კრემისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, ლაბრადორი, გიაცინტი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები