პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც 15:52 საათზე იწყება და ღამის 00:00 საათამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში უარყოფითი მთვარის ენერგია იწვევს ყურადღების დაქვეითებას, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის.
ამასთანავე, დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე განსაკუთრებულად მოქმედებს. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევას და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
ამავდროულად, დღეს ცის კაბადონზე საინტერესო მოვლენა ვითარდება – რწმენის, ინტუიციისა და შემოქმედებითი ნიჭის მმართველი პლანეტა ნეპტუნი შეერთებაშია შეატის (Scheat) – საკმაოდ მძიმე ენერგიის მქონე ვარსკვლავთან. ეს ასტროლოგიური მოვლენა დღეიდან 30 ნოემბრამდე გასტანს და შესაძლოა განაპირობოს სხვადასხვა სახის წყალდიდობები, ღვარცოფები და სხვა ეკოლოგიური კატასტროფები.
დღის რეკომენდაცია – დღეს მაღალია ტრავმული და ავარიული ტენდენციების ალბათობა.
პარტნიორული ურთიერთობები – ემოციებისა და გრძნობების გამოვლენა მეტად თავშეკავებულ ელფერს შეიძენს.
ჯანმრთელობა – შედეგიანია კბილების, გრძნობათა ორგანოების და სისხლძარღვების მკურნალობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა (მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი), თირკმელები და კანი. აღნიშნული ორგანოების მიმართ ოპერაციები ან სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ ზედმეტი სითხის მიღებასა და ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია მეგობრული კონტაქტებისა და კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის, ქორწინებისა და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. ხელს უწყობს პარტნიორულ თანამშრომლობას, პარფიუმერიისა და ხელოვნების ნიმუშების შეძენას.
დღის მინერალები და ფერები – ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრინი და საფირონი მოიზიდავს თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან – ლურჯი, ცისფერი, ბეჟი და ნაცრისფერი ტონები გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით დაძაბული იქნება კუროსა და კირჩხიბის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ჯანმრთელობისა და სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.