LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4448
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს კვლავ მეგობრულ, კომუნიკაბელურ და მშვიდობიან სასწორში იმყოფება, ხოლო მთვარე – მოწესრიგებულ, დისციპლინირებულ, შეუპოვარ და მიზანსწრაფულ ქალწულში. ამ კომბინაციის ზეგავლენა დღეს განსაკუთრებით გამოიკვეთება თითოეული ჩვენგანის ხასიათში. დღე ხელს უწყობს დისციპლინას, კონკრეტულ გეგმებზე მუშაობასა და დეტალებისადმი ყურადღებას.

დღის რეკომენდაციები – რთულ სიტუაციებში უმჯობესია, თავი შეიკავოთ ემოციური რეაქციებისგან – გაჩუმება ზოგჯერ უკეთესი გამოსავალია. მაღალია ავარიების რისკი, ამიტომ მოერიდეთ სიჩქარესა და დაუფიქრებელ მოქმედებებს. მნიშვნელოვანია წინასწარ დასახული გეგმების დაცვა.

პარტნიორული ურთიერთობები – ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი, კრიტიკული ან პირდაპირი – სჯობს დიპლომატიურობა და მოთმინება.

ჯანმრთელობა – დღე შედეგიანია ღვიძლის, ლიმფური სისტემის, ტერფების და თვალების მკურნალობისთვის. მოერიდეთ გადაღლას, სტრესს და სარისკო ქმედებებს. დღეს სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებზე მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაშია მიზანშეწონილი.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – ხელსაყრელია დღე მშენებლობისთვის, ჯანმრთელობის გასამაგრებლად და ძველი ნაცნობობით სარგებლობისთვის. დღე კარგია დალაგების, ქიმწმენდის სამუშაოებისთვის, ფინანსური და საბანკო ოპერაციების, აუდიტის, სხვადასხვა სახის გასაუბრებისთვის. სასარგებლოა დეტალებზე ორიენტირებული საქმიანობა და ორგანიზაციული საქმეები.

დღეს არასასურველია გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ქორწინება, ახალი ნაცნობობა და სიყვარულის დაწყება.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან რეკომენდებულია ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი და ონიქსი – ისინი მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. დღის სასიკეთო ფერებია მწვანე, ვერცხლისფერი, ყვითელი, ბეჟი და ნარინჯისფერი. ეს ფერები გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა მორიელის, თხის რქისა და თევზების ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ვერძის, ტყუპების, ლომისა და სასწორის ნიშნებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები