LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

167
მიხეილ ცაგარელი

დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც გაგრძელდება 07:00 საათიდან 09:22 საათამდე. ამ ინტერვალში ყურადღება ადვილად სუსტდება, რაც შეიძლება ტრავმებისა და გაუფრთხილებლობის მიზეზი გახდეს. სიფრთხილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მძღოლებისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვის.

დღის რეკომენდაციები – მოუფიქრებელ და კარგად მოუმზადებელ საქმეებს ნუ მოკიდებთ ხელს. მოუსმინეთ ინტუიციას, აკონტროლეთ გადამეტებული პატივმოყვარეობა, მოერიდეთ ცდუნებებს და თქვენი ქმედებები კრიტიკულად გაანალიზეთ. პარტნიორულ ურთიერთობებში იუმორი დაგეხმარებათ, ხოლო საერთო მიზნები გააძლიერებს ურთიერთობებს.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – შესაძლებელია ძვირფასეულობის, ანტიკვარიატის ან სამკაულების შეძენა. სასიკეთოა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მონახულება, იურიდიული საქმეების მოგვარება, ახალი სამსახურის დაწყება და ახალი თანამდებობის დაკავება.

არ არის რეკომენდებული ფინანსური გარიგებები, ხელშეკრულებების დადება, ბინის შეცვლა, ნიშნობა ან ქორწინება. ასევე მოერიდეთ ხელმძღვანელთა კრიტიკას.

ჯანმრთელობა – შედეგიანია თვალების, ვენების და ნერვული სისტემის მკურნალობა. საკვებ რაციონში სასურველია მოთუშული ბოსტნეული, ხილი და ზღვის პროდუქტები.

მოერიდეთ აბანოს, საუნას, სოლარიუმს, გადაღლას, ნერვიულობას, სიმძიმეების აწევას. გაუფრთხილდით გულს. სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ხერხემალი.

დღის მინერალები და ფერები – ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, სარდიონი და ქარვა – მათი გამოყენება მეტად მოიზიდავს სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერები: წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი და ლურჯი გააძლიერებს თქვენს მიზიდულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და სასწორისთვის, შედარებით რთულია თხის რქას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები