LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

612
მიხეილ ცაგარელი

იმოქმედეთ ფრთხილად და დაკვირვებით, ენდეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას.

გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და შემწყნარებლობა გარშემომყოფთა მიმართ.

არ აჰყვეთ ილუზიებს, ეცადეთ შეინარჩუნოთ ობიექტურობა, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები, რომელთა გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ.  

არ ღირს საეჭვო ადამიანების ნდობა, რადგან მაღალია მოტყუების და თაღლითობის ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის, გამოფენებისა და პრეზენტაციების მოსაწყობად, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი საქმის დაწყება და ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობა, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმელის მიღებისგან. კარგი დღეა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს.

დღის ფერები და მინერალები – კრემისფერი, ნარინჯისფერი, იისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, ნეფრიტი, სერდოლიკი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები