LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 აგვისტოს  ასტროლოგიური პროგნოზი

3225
მიხეილ ცაგარელი

ხვალინდელი სავსემთვარეობის წინ დღევანდელი დღეც რთული იქნება. მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, შეცდომებისა და ცდუნებების, კონფლიქტებისა და დაპირისპირებების ალბათობა. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ლომს და მერწყულს, აკონტროლეთ ემოციები, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას.

* პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და ნოვატორული საქმიანობისთვის, სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის.

* ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ნერვიულობას და ფორიაქს, არ ღირს თვალების გადაღლა. გაამდიდრეთ კვების რაციონი უცხიმო თევზით და ხორცით, ხილით და ბოსტნეულით. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ფეხის კუნთებს.

* დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე ძოწი, ცირკონი, საფირონი, აკვამარინი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

* ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები