LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

833
მიხეილ ცაგარელი

გუშინდელის მსგავსად დღევანდელი დღეც მოულოდნელი სიურპრიზების, შესაძლებლობების და წარმატების დღეა. ეცადეთ მაქსიმლურად გამოიყენოთ დღევანდელი დღის ყველა უპირატესობა, განახორციელოთ ყველაზე თამამი იდეები და მოაგვაროთ რთული პრობლემები.

პარტნიორული ურთიერთობა – ეცადეთ ყველა საკამათო საკითხი იუმორით გადაჭრათ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალი და რეფორმატორული პროექტების დაწყებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, საყოფაცხოვრებო ნივთების და კომპიუტერული ტექნიკის, ძვირფასი და ანტიკვარული ნივთების შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების გასამართად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი თევზეულით, ხილით და ბოსტნეულით. მოერიდეთ ნერვიულობას, ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი ყვითელი, ლურჯი, მწვანე, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი, მალაქიტი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები