მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 15:39-დან 19:14 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
ენერგიისა და საქმიანობის მმართველი პლანეტის – მარსის 17 ივნისამდე ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთი მხრივ, მზრუნველობას და სიყვარულს, ლიდერულ და ორგანიზატორულ ნიჭს, მეორე მხრივ, ეგოიზმს და პრეტენზიულობას, სიზარმაცეს და დიქტატურისკენ სწრაფვას გააძლიერებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე -სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ფულის სესხება და ვალად გაცემა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და მორიელს.