LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2192
მიხეილ ცაგარელი

არ ღირს გრანდიოზული გეგმების დასახვა, უმჯობესია შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმეების შესრულებით.

გამოიჩინეთ ყურადღება გარშემომყოფების მიმართ, რადგან მაღალია ცბიერი და ვერაგი ადამიანების მახეში გაბმისა.

პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა ძველ პარტნიორთან უთანხმოების გარკვევისა და ურთიერთობის აღდგენისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა პრეზენტაციების და გამოფენების, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, იურიდიული და იდეოლოგიური საქმიანობისთვის, ახალი საქმის დაწყებისა და მაღალი თანამდებობის დაკავებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება, ხელმძღვანელთა და კოლეგათა კრიტიკა.

ჯანმრთელობა – პოზიტიური დღეა თვალების და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. მოერიდეთ თევზისა და რძის ნაწარმის მიღებას. თავი შეიკავეთ ფიზიკური და ემოციური დატვირთვისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ქარვა, სერდოლიკი, სარდინი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და ქალწულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები