LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3893
მიხეილ ცაგარელი

მზე და მთვარე ერთდროულად იმყოფება მხიარულ, ოპტიმისტურ, ენთუზიაზმით სავსე და კომუნიკაბელურ მშვილდოსანში, რის გამოც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება დღეს თითოეულის ხასიათში მეტად თვალსაჩინოდ. ენერგიული და აქტიური ტენდენციები დღის განმავლობაში მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს როგორც ემოციურ მდგომარეობაზე, ისე გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.

დღის რეკომენდაციები – ზოგიერთი თქვენგანი დღეს რეალურ მხარდაჭერასა და დახმარებას მიიღებთ, თუმცა მაინც მაღალია მოტყუების ან შეცდომაში შეყვანის რისკი, ამიტომ კარგი იქნება, თუ მეტი დაკვირვებით იმოქმედებთ. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ ტყუპები, მშვილდოსნები და თხის რქები, რადგან მათთვის დღე გამოირჩევა ტრავმული და ავარიული ტენდენციებით. მოძრაობისას, როგორც ქუჩაში, ისე ტრანსპორტში, მაქსიმალური სიფრთხილე აუცილებელია. ამავდროულად, მოერიდეთ სულსწრაფობას.

პარტნიორული ურთიერთობები – ურთიერთობებში დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთო მიზნებსა და ინტერესებზე დაყრდნობა. სწორედ ამ მიდგომით შექმნით უფრო ძლიერ და ჰარმონიულ კავშირს, რაც ურთიერთობას გაამყარებს და მეტ სიახლოვესაც მოიტანს.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით ეფექტურია ფილტვების, ბრონქების, ხელების და მხრების მკურნალობა.სუსტდება ძვალ-სახსროვანი სისტემა, ხერხემალი, ვენები. აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციები სჯობს გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ დაიგეგმოს. დღის განმავლობაში მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებსა და მძიმე საგნების აწევას.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია იურიდიული საკითხების მოგვარებისთვის, სანოტარო ბიუროებთან კონტაქტისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ასევე სპორტული ვარჯიშებისა და სპორტული პროდუქციის შეძენისთვის. ხელს უწყობს სწავლას, განათლებას, უცხოელებთან კომუნიკაციას, მათ შორის საელჩოებსა და საკონსულოებთან ურთიერთობებს. კარგი დროა პარტნიორული თანამშრომლობისთვის, ექსკურსიებისთვის და სხვადასხვა სახის პრეზენტაციებისთვის.

დღეს მოერიდეთ მშენებლობასთან დაკავშირებულ საქმეებს, კონტაქტებსა და მსხვილ მატერიალურ შესყიდვებს. ასევე ნაკლებად წარმატებულია ფინანსური პრობლემების მოგვარება.

დღის მინერალები და ფერები – ფირუზი, ლაზურიტი, ქარვა, საფირონი და ლალი იზიდავს დადებით ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს.ხოლოფერებიდან სასარგებლოა წითელი, ლურჯი, ყვითელი, იისფერი და ცისფერი ტონები – ისინი მეტად გაზრდიან თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები –  დღე პოზიტიურად მოქმედებს ვერძზე, ტყუპებსა და ლომზე.

შედარებით დაძაბული იქნება კირჩხიბისთვის, ქალწულისთვის, მორიელისთვის და თხის რქისთვის, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური გავლენების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია და წარმატების ზომიერი ტენდენციებით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები