არ ღირს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა, რათა არ გამოიწვიოთ საპასუხო აგრესია.
თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ პარტნიორის უმიზეზოდ კრიტიკას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ტესტირება და გამოცდების ჩაბარება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა დიეტის დაწყებისთვის, თვალების და ლიმფური სისტემის სამკურნალოდ.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, კრემისფერი, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მალაქიტი, აქატი, ქრიზოპრაზი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და მერწყულს.