LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

4783
მიხეილ ცაგარელი

დღეს მთვარის მიმართულებადაკარგული პერიოდია 04:39-დან 12:00 საათამდე, რაც მკვეთრად ამცირებს ყურადღების კონცენტრაციას და ზრდის ტრავმების, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა და საგზაო ინციდენტების ალბათობას. ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო როგორც მძღოლებისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვის.

გარდა ამისა, დღე გეომაგნიტურია, რაც გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე. შესაძლებელია თავი იჩინოს უგუნებობამ, წნევის მერყეობამ, თავის ტკივილებმა ან სხვა ფიზიოლოგიურმა დისკომფორტმა. სასურველია მეტი დასვენება და ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება.

დღეს პლანეტა მერკური გადადის რეტროგრადულ ფაზაში, რომელიც გაგრძელდება 11 აგვისტომდე. ეს ციკლი აფერხებს ახალ საქმეს, მოლაპარაკებებს, კონტრაქტების დადებასა და მოგზაურობას. რეკომენდებულია ამ პერიოდში დაუბრუნდეთ ძველ იდეებსა და დაუსრულებელ პროექტებს.

პარტნიორული ურთიერთობები – განსაკუთრებული სიფრთხილით მიუდექით სიტყვებს – დღეს მცირე არასწორად ნათქვამმაც შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს. შეეცადეთ იყოთ თავშეკავებულნი და ტაქტიანნი.

ჯანმრთელობა – დღეს უფრო მგრძნობიარეა: ენდოკრინული სისტემა, ყელი და ფარისებრი ჯირკვალი. გირჩევთ აკონტროლოთ დიეტა და რეგულარულად დაისვენოთ. რაციონში სასურველია მეტი ხორცეული, თევზეული, რაც ორგანიზმს ენერგიით შეავსებს.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღეს განსაკუთრებით შესამჩნევია დაგვიანების და გულმავიწყობის ტენდენცია. ეს დღე კარგია ახალი ნაცნობობისთვის, კულინარიის, ხელსაქმისა და პრაქტიკული საქმიანობისთვის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ან საჭირო ნივთების შესაძენად.

ნუ განმარტოვდებით და ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. ადამიანთა ქცევაში შეიძლება მომატებული იყოს აგრესია ან არასწორი ინტერპრეტაცია.

დღის მინერალები და ფერები – დღის ენერგეტიკის გასაუმჯობესებლად სასიკეთოა შემდეგი მინერალების გამოყენება: აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი, მარჯანი

ხოლო ფერებიდან დადებითად მოქმედებს: ყავისფერი, ბეჟი, ყვითელი, მწვანე, ტერაკოტისფერი. ეს ფერები და ქვები თქვენს შარმს, მიზიდულობასა და თავდაჯერებას გააძლიერებს.

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითად და წარმატებულად იმოქმედებს დღე: ქალწულზე, მორიელზე, თხის რქასა და თევზებზე. შედარებით დაძაბულია დღე: ვერძებისთვის და ტყუპებისთვის. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშანთათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები