LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1270
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემას პრობლემებს შეუქმნის. აღნიშნული შესაძლოა თავის ტკივილის, უგუნებობის და წნევასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს. აუცილებლად გაიზომეთ წნევა და ეცადეთ დაისვენოთ, რათა გვერდი აუაროთ დღევანდელი დღის გეომაგნიტური ენერგიებით გამოწვეულ დისკომფორტს.

დღეიდან 2 ივლისამდე გონების, ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, რაც ურთიერთობებში მეტ ემოციურობას, მგრძნობიარობას, დახვეწილი იუმორის უნარსა და ეროვნული გრძნობების გაღვივებას შემოიტანს. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მეტი ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს, დეტალებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღეს კარგია ლოცვა, იოგა, ვარჯიშები, არომათერაპია, მემკვიდრეობითი საკითხების გადაწყვეტა. პარტნიორულ ურთიერთობებში მეტად აკონტროლეთ ემოცია, მოერიდეთ კონფლიქტს, კამათსა და სარკასტულ გამოთქმებს. დღეს არ არის სასურველი სესხის აღება, ახალი საქმის წამოწყება. დღე კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვისათვის, ნადირობისა და თევზაობისათვის.

ჯანმრთელობა – სუსტდება შარდსასქესო, რეპროდუქციული სისტემა. დღეს უმჯობესია მოვერიდოთ რენტგენს, სხივურ თერაპიას, გინეკოლოგთან ვიზიტს. კატეგორიულად იკრძალება აბორტის გაკეთება. დღევანდელი დღე ეფექტურია ყელ-ყურ-ცხვირის, ენდოკრინოლოგიური ჩივილების სამკურნალოდ.

საკვებ რაციონში შეიტანეთ ცხიმიანი თევზი, რძის ნაწარმი და ბრინჯი, თქვენი ორგანიზმისთვის განსაკუთრებულად ეფექტური ყავისფერი ბრინჯი იქნება.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან დღეს გამოიყენეთ ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ზურმუხტი და მარგალიტი – ეს ქვები, მათი გამოყენების შემთხვევაში, მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.

რაც შეეხება ფერებს, ტანსაცმლის შერჩევისას, თუნდაც მცირეოდენი შტრიხით პრიორიტეტი მივანიჭოთ ლურჯს, ცისფერს, მწვანეს, შავს, წითელს. ეს ფერები მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

სიზმარები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმრები, მას მეტად საჭირო ინფორმაცია გააჩნიათ.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია მორიელის და თხის რქას ზოდიაქოს ნიშანთათვის, შედარებით დაძაბულია – ლომთათვის და სასწორთა ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშანთათვის დღე წარმატების კუთხით ნეიტრალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები