დღეს შესაძლებელია მოულოდნელი მოვლენების ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდეთ. სამყარო თითქოს ამოწმებს თქვენი შეთანხმებების სისწორესა და თქვენს სიმტკიცეს.
შესაძლოა, ემოციური ფონი გახდეს უფრო დაძაბული – გააქტიურდეს ეჭვიანობისა და შურის განცდები. ეცადეთ, თავი აარიდოთ ჭორებს, გადაჭარბებულ ფანტაზიებს, ზედმეტ თანაგრძნობას და წარსულზე ფიქრს, რომელმაც შესაძლოა თქვენზე დამთრგუნველად იმოქმედოს.
დღეს სხვადასხვა სახის საიდუმლოს გამჟღავნება მეტად სავარაუდოა – იყავით ფრთხილად ინფორმაციის გაზიარებისას.
პარტნიორული ურთიერთობები – დღე ხელსაყრელია კომუნიკაციის გაღრმავებისთვისა და კომპრომისების მოძიებისთვის. სასურველია გულწრფელი საუბრები და ურთიერთობებში თანასწორობის განმტკიცება.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელს უწყობს მოგზაურობას, შემოქმედებით საქმიანობას, განსაკუთრებით უცხოელებთან კონტაქტს – მათ შორის დიპლომატიური არხებით. ასევე ხელსაყრელია კაპიტალის დაბანდებისთვის, სასამართლო პროცესებისთვის და სხვადასხვა სახის შეთანხმებებისა თუ კონტრაქტების გაფორმებისთვის.
ჯანმრთელობა – დღის გეომაგნიტური ენერგია შესაძლოა უარყოფითად აისახოს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილები, წნევის რყევა, უენერგიობა. ყურადღება მიაქციეთ წნევას და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური მკურნალობა. განსაკუთრებით დაუცველია ნერვული და ლიმფური სისტემა, ასევე მხედველობა – ეცადეთ, არ გადაიღალოთ თვალები. მოსალოდნელია ალერგიული შეშუპების გამწვავება. სასურველია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.
დღის ფერები და მინერალები – გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ იისფერ, მწვანე, ვერცხლისფერ და ლურჯ ტონებს. მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო დაგეხმარებათ თქვენი პიროვნული შარმის გაძლიერებაში და დადებითი კოსმოსური ენერგიის მოზიდვით, გაზრდის თქვენი წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნებისთვის – დღე იღბლიანია კუროს, ქალწულის, მორიელისა და თევზებისთვის. მეტი სიფრთხილეა საჭირო ტყუპებისა და მშვილდოსნის ნიშნების წარმომადგენლებისთვის. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალოდ წარმატებულია