LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1793
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 13:10-დან 14:25 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად, რადგან ნებისმიერი წამოწყება წარმატებით დასრულდება, მთავარია, არ დაიზაროთ და ყველა საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.

თავი შეიკავეთ რისკისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

პარტნიორული ურთიერთობა – თამამად შეგიძლიათ გაუზიაროთ პარტნიორს საკუთარი გრძნობები და განცდები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ინტერიერის შეცვლისა და ბინის კეთილმოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ტესტირება და გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – პოზიტიური დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისა და დიეტის დასაწყებად. მოერიდეთ ზედმეტი სითხის მიღებას, ცხარე საკვების, რძის ნაწარმის და ალერგიული პროდუქტის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, ელენთას და თირკმელებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, მალაქიტი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები