წლის ბოლომდე პლანეტების პროზენპინასა და ვარსკვლავის ზუბენ ელშემალის ენერგიების შერწყმის შედეგად გამწვავდება ქრონიკული და ახალი ინფექციური დაავადებები, მოიმატებ უსამართლო ბრალდებების და ბულინგის, ქონების დაკარგვის, გაკოტრებისა და დაპატიმრების ალბათობა.
არ ღირს ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეზე დროის დაკარგვა.
მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია თვალის აღების და ენერგოველის დაბინძურების ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გარკვევისთვის, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისა და ზედა სასუნთქი გზების სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ინტიმური კავშირებისგან, რადგან მაღალია ვენერული დაავადებებით დასნეულების ალბათობა.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, წითელი, ყვითელი, შავი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და მერწყულს.