LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2602
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტური ენერგიებითაა გაჯერებული, რაც დამატებით დატვირთვას უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემები და ზოგადი დისკომფორტი. აუცილებელია წნევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში პროფილაქტიკური წამლების მიღება.

დღის რეკომენდაციები – გადახედეთ მიღებულ წინადადებებსა და შეთავაზებებს – არ იჩქაროთ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება. დღეს ხასიათში შეიმჩნევა დეპრესიისკენ და მოტყუებისადმი მიდრეკილება, ამიტომ სჯობს თავი შეიკავოთ სარისკო ქმედებებისგან. კონცენტრაცია უნდა გაკეთდეს მხოლოდ გადაუდებელ საქმეებზე.

პარტნიორული ურთიერთობები – მოერიდეთ ზედმეტ კრიტიკულობას, მეწვრილმანეობას და პირდაპირობას – ეს შესაძლოა კამათის მიზეზი გახდეს.

ჯანმრთელობა – დღე შედეგიანია ღვიძლის, ლიმფური სისტემის, ტერფებისა და თვალების მკურნალობისთვის. მოერიდეთ გადაღლას და ნერვულ დაძაბულობას. დღეს სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი, ამიტომ მნიშვნელოვანია მსუბუქი კვება და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – პოზიტიურია დღე კოსმეტიკური პროცედურებისთვის, დალაგებისა და დასუფთავების სამუშაოებისთვის, სწავლისთვის. ხელსაყრელია საფინანსო და საბანკო ოპერაციები, ვაჭრობა, აუდიტის ჩატარება და დიეტის დაწყება. არასასურველია დღეს ქორწინება, ახალი ურთიერთობების დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, გამოცდების ჩაბარება და სარისკო გადაწყვეტილებების მიღება.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან სასიკეთოა ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი და აქატი მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს. ფერებიდან რეკომენდებულია ნაცრისფერი, კრემისფერი, ყვითელი, მწვანე და ნარინჯისფერი ტონები. ისინი გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად მოქმედებს კუროს, კირჩხიბისა და ქალწულის ნიშნებზე. შედარებით რთულია მშვილდოსნისა და მერწყულის წარმომადგენლებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები