დღე გეომაგნიტურია: გეომაგნიტური ენერგიები დღეს დამატებით დატვირთვას უქმნიან გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რამაც თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის ცვლილებები და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წამლების პროფილაქტიკის გამოყენება და საკუთარი თავის შესანარჩუნებლად ზომიერი ფიზიკური და ემოციური დატვირთვის უზრუნველყოფა, რათა გვერდი ავუაროთ გეომაგნიტური გავლენის ნეგატიურ ეფექტებს.
ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა: დღეიდან 6 ოქტომბრამდე გონებისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა, მერკური, სასწორის ზოდიაქოში გადადის. ამ პერიოდით ადამიანები მეტად განავითარებენ გონებამახვილობას, კომუნიკაციურ უნარებს, დიპლომატიურობას, კომპრომისების მიღწევის უნარს, სამართლიანობის შეგრძნებას, სილამაზის აღქმის უნარს და შემოქმედებით შესაძლებლობებს. თუმცა, ამავე პერიოდში ადამიანის ხასიათს თან სდევს სულსწრაფობა, მერყეობა და სხვისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევის ალბათობა.
დღის რეკომენდაცია – დღევანდელ დღეს შესაძლებელია მნიშვნელოვანი საიდუმლოს გამჟღავნება. ენერგია ადამიანებში შემცირებულია, ამიტომ არ არის სასურველი ახალი საქმის დაწყება ან მანქანის სწრაფი მართვა. დღე ხელს უწყობს დავების მოგვარებას და შერიგებას.
დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე სასარგებლოა იურიდიული საქმიანობისთვის, მშენებლობისთვის, კულტურულ გასართობი ღონისძიებებსთვის, საყიდლებისთვის და ახალი სამსახურის დასაწყებად. მოერიდეთ დღეს საუნას, სოლარიუმს, აბანოს, გადაღლას, ნერვიულობას, სიმძიმეების აწევას, ფინანსურ გარიგებებს, ზედმეტ პრეტენზიებს, ადგილსამყოფლის შეცვლას, ნიშნობასა და ქორწინებას, ასევე ხელშეკრულებების დადებას.
ჯანმრთელობა – დღეს ეფექტურია თვალების, ნერვული სისტემის და ვენების მკურნალობა. საკვებ რაციონში განსაკუთრებულად სასარგებლოა მოთუშული ბოსტნეული და ხილი.
დღის ფერები და მინერალები – გამოიყენეთ ბრილიანტი, სარდიონი, მთის ბროლი, სერდოლიკი და ქარვა – ისინი გააძლიერებენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ხოლო ფერებიდან ყველაზე ხელსაყრელია: წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ბეჟი – ისინი გაზრდიან თქვენს მიზიდულობასა და შარმს. ჯანმრთელობის მხრივ სუსტი წერტილებია: ხერხემალი და გულ-სისხლძარღვთა სისტემა.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ლომის და მერწყულის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია კუროს და კირჩხიბისთვის.