LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1517
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მეგობრული და თავისუფლების მოყვარე მერწყულის, მთვარე კი, სპონტანური და გონებამახვილი ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და საკუთარ თავზე საიდუმლო ინფორმაციის გაცემას.

გამოიჩინეთ ყურადღება გარშემომყოფების მიმართ, რადგან მაღალია ჭორებისა და ინტრიგების, მოტყუებისა და თაღლითობის ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – მოაწყვეთ პიკნიკი და გაისეირნეთ ქალაქგარეთ, რათა გაახალისოთ ურთიერთობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის შეგროვებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესრულება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი წიწიბურათი, რომელიც ხელს შეუწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, ფილტვებს და ბრონქებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, კრემისფერი, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ტოპაზი, ქარვა, აკვამარინი, იასპი და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატებების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები