მზის ერთი თვით თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ემოციურობას და მგრძნობიარობას, სენტიმენტალიზმს და ემპათიას, მეორეს მხრივ, მუდმივად წარსულზე ფიქრს და ნოსტალგიას, ილუზიებისა და ტყუილებისადმი მიდრეკილებას გააძლიერებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ რენტგენსა და სხივურ თერაპიას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, მწვანე, შავი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, მარჯანი, იასპი და ობსიდიანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძისა და მერწყულისთვის.