LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 აგვისტოს  ასტროლოგიური პროგნოზი

2654
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 22:27-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა, რომელიც პიკს 22:29 საათზე მიაღწევს.

მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება ლომისა და მერწყულის ზოდიაქალურ ღერძზე ნეგატიურად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. გაძლიერდება აგრესია, გაღიზიანება და დეპრესია, სიჯიუტე, ეგოიზმი და სულსწრაფობა. მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, შეცდომებისა და ცდუნებების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ლომს და მერწყულს, აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას. თავი შეიკავეთ რისკისა დ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

არ აჰყვეთ ილუზიებს, იმოქმედეთ მხოლოდ მოვლენების ობიექტური შეფასებით. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, არ ღირს საიდუმლოს გათქმა, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია ისევ თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

* პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღე ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის შეძენისთვის, საზოგადოებრივი და ნოვატორული საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ვაჭრობა და კომერცია, ფულის სესხად გაცემა დ ვალად აღება.

* ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ნერვულ სისტემას.

* დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ბორდო, ლურჯი, ცისფერი, ვარდისფერი და ვერცხლისფერი, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი და გიშერი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

* ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები