LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

846
მიხეილ ცაგარელი

მზის 20 მაისამდე კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, დისციპლინას და ორგანიზებულობას, შეუპოვრობას და მიზანდასახულობას, პრაქტიკულობას და პრაგმატულობას, მოთმინებას და ნებისყოფას, მეორეს მხრივ, სიზარმაცეს და სიჯიუტეს, ეჭვიანობასა და მესაკუთრეობას გააძლიერებს ადამიანებში.

ნებისმიერი საქმის შესრულებისას მიაქციეთ ყურადღება დეტალებს, რადგან სწორედ ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანების გათვალისწინებით შეძლებთ წარმატების მიღწევას.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ზედმეტი ეჭვიანობა, კრიტიკულობა და პარტნიორისთვის დაუსაბუთებელი ბრალდებების წაყენება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, გასაუბრების გავლა და გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ოპალი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები