გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან ბევრი ეცდება თქვენს დაბნევას და შეგნებულად შეცდომაში შეყვანას.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ეჭვიანობა და პარტნიორისთვის ზედმეტი პრეტენზიის წაყენება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ხელოვნების ნიმუშთა და ძვირფასი ნივთების შეძენისთვის, ინტერიერის შეცვლისა და ბინის კეთილმოწყობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ხელმძღვანელთა და კოლეგათა კრიტიკა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და რძის პროდუქტით. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას. კარგი დღეა თვალების და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ნერვულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, სარდიონი, სერდოლიკი, ქარვა, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, სასწორისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, თხის რქას და თევზებს.