დღე გეომაგნიტურია, რაც გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავს სიმპტომებზე აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
დღის რეკომენდაციები – ახალმთვარეობის წინ, დღეს არ აჰყვეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობაც მომატებულია. აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ სულსწრაფობასა და სარკასტულ გამონათქვამებს, რადგან ეს მხოლოდ გააფუჭებს ურთიერთობებსა და შესაძლებლობებს. ადამიანებში გაძლიერდება ინტუიცია, რაც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
ჯანმრთელობა – შედეგიანია ფილტვებისა და ბრონქების მკურნალობა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული და მენჯ-ბარძაყის ძვალი. აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციები უმჯობესია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაიგეგმოს. სასიკეთოა სუნთქვითი ვარჯიშები და მასაჟი
დღის პოზიტიური ტენდენციები – დღე ხელს უწყობს მეგობრულ ურთიერთობებს, კომპეტენციის გამოვლენას, ინტუიციაზე დაფუძნებული სწორი ნაბიჯების გადადგმას და სწავლის პროცესს. წარმატებულია იურიდიული საკითხების მოგვარება, აუქციონები და პრეზენტაციები. ხელს უწყობს მოგზაურობას, უცხოელებთან კონტაქტებს (მათ შორის საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე), პარტნიორულ თანამშრომლობას, სპორტულ აქტივობებს, ექსკურსიებს, ლაშქრობებსა და სხვადასხვა საიუბილეო ღონისძიებებს.
დღის მინერალები და ფერები – ფირუზი, წითელი იასპი, ბრილიანტი, იაგუნდი, საფირონი, ლაზურიტი და ამეთვისტო მეტად მოიზიდავს დადებით ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასარგებლოა წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი და ლურჯი ტონები. ისინი გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად მოქმედებს სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია კუროსა და თევზებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია და წარმატების საშუალო ტენდენციებით გამოირჩევა.