LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

169
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის რქის, მთვარე კი, დიპლომატიითა და დათმობის უნარით გამორჩეული სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ავტომობილის ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ზედმეტი სითხის, ციტრუსის და მარილიანი საკვების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, ცისფერი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და თევზებს. მართალია, კურო და მორიელი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობენ, მაგრამ არ ღირს ამ ენერგიის აგრესიით გამოვლენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები