LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1466
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 11:59-დან 12:16 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ავეჯისა და საოფისე ნივთების შესაძენად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია, საბანკო და საფინანსო ოპერაციები, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი პროექტების წარდგენა.

ჯანმრთელობა – პოზიტიური დღეა ექიმის კონსულტაციის მიღებისთვის, კუჭისა და გულის სამკურნალოდ, თუმცა არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. მოერიდეთ ალერგიული პროდუქტის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს, სახსრებს და კბილებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ფირუზი, ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები